ნესტან სიხარულიძე
დაბადების თარიღი: 10.04.1959წ.
1976 წელს დაამთავრა ქუთაისის 28-ე საშუალო სკოლა.
1983 წელს – ქუთაისის ა. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.
შრომითი საქმიანობა დაიწყო 1985 წლიდან ქალაქის მმართველობის სხვადასხვა განყოფილებაში.
პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო 1988 წლიდან ქალაქ ქუთაისის 34-ე საშუალო სკოლაში.
1993 წელს მუშაობა განაგრძო ახლადშექმნილ ქუთაისის ჰუმანიტარულ ლიცეუმში, რომელშიც იმუშავა 2007 წლამდე. ლიცეუმის რეორგანიზაციის შემდეგ მუშაობა განაგრძო სსიპ-ქალაქ ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
2010 წელს გახდა სერტიფიცირებული მასწავლებელი.
2010 წლიდან დაინიშნა სსიპ-ქალაქ ქუთაისის N23 საჯარო სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად.
2014 წლიდან ამავე სკოლის არჩეული დირექტორია და ამ საქმიანობას აგრძელებს დღემდე. ამავე დროს არის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი.
2019-2020 წ.წ სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
პოზიცია – ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სპეციალისტი (საგანმანათლებლო ლიდერობის მიმართულებით)
2021 წ. დღემდე-სამოქალაქო განვითარებისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ტრენერი