სკოლის ფილოსოფია

სკოლის მისია

სსიპ-ქალაქ ქუთაისის N23 საჯარო სკოლა ნერგავს ხარისხიან განათლებას, ქმნის ხელსაყრელ პირობებს, რათა აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მქონე, თავისუფალი, თანასწორუფლებიანი, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული, აქტიური მოქალაქე.

ხედვა
სსიპ-ქალაქ ქუთაისის N23 საჯარო სკოლა გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავს კურსდამთავრებულთა მნიშვნელოვანი ნაწილის ინტეგრაციას მსოფლიო ბაზარზე, რასაც ისინი მოახერხებენ ევროპული ენების, STEM საგნების და ფორმალური და არაფორმალური განათლების წარმატებულად ინტეგრაციის ხარჯზე.

ღირებულებები
სსიპ ქალაქ ქუთაისის N23 საჯარო სკოლის ღირებულებებია:
 თანასწორობა;
 სამართლიანობა;
 სიახლეების მიმართ ღიაობა
 ზრუნვა;
 გამჭვირვალობა.
 გუნდურობა;

სკოლა, უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სწავლის პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით:
თანასწორუფლებიანობა: გულისხმობს საკოლო საზოგადოების ყველა წევრისათვის შესაძლებლობების თანაბრად ხელმისაწვდომობას. სკოლის საზოგადოების ყველა წევრს აქვს თანაბარი უფლებები. ეს უფლებები გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა დეკლარაციით.
სამართლიანობა: გულისხმობს შედეგების, შეფასების შესაბამისობას სწავლასა და შრომასთან. ჩვენ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემყარება სამართლიანობის პრინციპებს. განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს მონაწილე პირების სუბიექტივიზმს და არ ტოვებს უსამართლობის განცდას.
სიახლეების მიმართ ღიაობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს.
ზრუნვა: ჩვენთვის მთავარია ადამიანი. ვქმნით მზრუნველ გარემოს, რისთვისაც ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ მხოლოდ მხარდამჭერის პოზიციიდან.
გამჭვირვალობა: ჩვენს საქმიანობაში მოქმედი სტანდარტები და პროცედურები, ჩვენი ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა მხარისათვის. უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა.
გუნდურობა: ჩვენს სკოლაში აღიარებული და გაზიარებული ფენომენია გუნდურობა. გადაწყვეტილებებს ვიღებთ გუნდურად, სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით. ჩვენს სკოლის სასწავლო გარემო ხელს უწყობს განათლების გუნდური მუშაობისათვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
ყველა ზემოთ დასახელებული ღირებულება საბოლოო ჯამში აყალიბებს პასუხისმგებლიან მოქალაქეს, პასუხისმგებლიანობა კი არის ადამიანის ფსიქოლოგიურ-ნებლობითი პიროვნული თვისება. იგი არის უნარი და გააზრება იმისა, რომ ადამიანმა აგოს პასუხი საკუთარ მოქმედებაზე და ამ მოქმედების შედეგად დამდგარ შედეგზე. სასკოლო საზოგადოება აცნობიერებს, რომ ამ ღირებულებეის გარეშე წარმოუდგენელია წარმატება. იგი საფუძველია ზოგადად კეთილგანწყობისა, რაც ასე მნიშვნელოვანია სოციუმში ინტეგრაციისათვის. პირადი, გუნდური, სოციალური, სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ღირებულება, სწორედ სკოლის კედლებში იწყებს ჩამოყალიბებას.
გაცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა თითოეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით:
 ჩვენთის უნიშვნელოვანესია ფიზიკურად და ფსიქო-ემოციურად დაცული გარემო;
 ჩვენთვის უპირველესია ბავშვის სიყვარული;
 ჩვენ ვზრუნავთ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე;
 ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება;
 ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა;
 ჩვენთვის მნიშვნელოვანია პატიოსნება და კეთილსინდისიერება;
 ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიღწევების აღიარება და აზრის პატივისცემა;
 ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას;
 ჩვენ გვესმის, რომ ვაკეთებთ საერთო საქმეს;
 ჩვენ ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს და ვითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას;
 ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას;
 ჩვენ ვართ პროცესებზე ორიენტირებული და ვითვალისწინებთ გაწეულ ხარჯსა და მიღებულ სარგებელს.