პაატა სამანიშვილი

დაბადებული 1982 წლის 30 მაისს ქალაქ ქუთაისში.

1999 წელს დაამთავრა ქ.ზესტაფონის სოფელ II სვირის

ათ. ბოჭორიშვილის სახელობის N1 საშუალო სკოლა.

ამავე წელს ჩაირიცხა აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.

2004 წელს დაამთავრა აღნიშნული უნივერსიტეტი ფიზიკა, ინფორმატიკა კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალობით.

2008-2009 წწ. კომპიუტერული ქსელების ასოციაცია ,,გრენა” კვალიფიკაციის ამაღლება

2017-2018 წწ. “სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო” სახელმწიფო შესყიდვების კურსი

2005 წლის ოქტომბრიდან მუშაობა დაიწყო ქალაქ ქუთაისის N23 საჯარო სკოლაში კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლად და ადმინისტრაციის ინსპერტორად. პარალელურად მუშაობდა 2007-2010 წლებში შპს ,,ამერიკული სახლი” ინფორმატიკისა და უცხოური ენების ცენტრში მასწავლებლად.

2015 წლიდან დაინიშნა სსიპ ქალაქ ქუთაისის N23 საჯარო სკოლაში ინფორმაციულ მენეჯერად.

2015 წლიდან მუშაობს იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლად.

2019 წლის ოქტომბრიდან დანიშნულია სსიპ ქალაქ ქუთაისის N23 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილედ.